LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი „ფეიკი“ ხდება, რასაც შეიძლება ომბუდსმენისა და ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს – კობახიძე სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნაზე

235
ლომჯარია და კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის  ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“ და ამ „ფეიკით“ გამოწვეული მოსალოდნელი შედეგებზე საუბრისას მან  ომბუდსმენისა და ექიმის შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ახსენა.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ პარლამენტში დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ექიმებიც და სახალხო დამცველიც პოლიტიკურად არიან მოტივირებულები.

„ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, იმთავითვე „ფეიკია.“

ირაკლი კობახიძე: ლომჯარიასთვის სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც უნდა გამოიხსნას

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი „ფეიკდასკვნა“, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, წარმოიდგინეთ, ამ „ფეიკს“ მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია.

ამ შემთხვევაში ეს მორიგი „ფეიკი“ ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენისა და ექიმის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g