“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე – „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს”
გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს;
18% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს,
3%-მა კი თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ მისცემდა ხმას.
ასევე 3%-მა კი – „სტრატეგია აღმაშენებელი.“
გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა
ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა -„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“;
გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ მხარს პარტია „ლელოს“ დაუჭერდა;
1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა კი, არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე: ვის მისცემდა ხმას.