LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ ნელი დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი პროკურატურის მტკიცებულებებიდან ამორიცხა – ადვოკატი

588
chkadua 22

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, მოსამართლე ლევან გელოვანმა ბასილაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაცია ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გაავრცელა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, მოსამართლე ლევან გელოვანმა დააკმაყოფილა ბასილაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, პროკურატურის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნელი დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები. ამასთან, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სრული მოცულობით, სცნო დასაშვებად“, – აცხადებს ადვოკატი.

სასამართლო განხილვები 3 ნოემბრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე  დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

21 მაისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები