LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვალთ და იგივეს ვიზამთ – ლევან ვასაძე

210
vasadze1-770x480
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კინოთეატრ „ამირანთან“ 9 ნოემბრის გეგმების შესახებმ ისაუბრა. მისი თქმით, ის და მისი მხარდამჭერები უკან არ დაიხევენ და კვლავ შეეცდებიან აქციის ჩაშლას.

„მოვალთ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით შესვლას კინოდარბაზში, ამ სეანსის ჩაშლას და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა“, – განაცხადა ვასაძემ ფილმის მეორე სეანსის დასრულების შემდეგ.

10 საათზე მეორე სეანსია და იმასაც გავაპროტესტებთ - ლევან ვასაძე

რაც შეგვეძლება, როგორც ზნეობრივ, ნორმალურ ადამიანებს, გავაკეთებთ და თქვენ ისიამოვნეთ ჩვენი ცქერით და ჩვენი წამებით

როგორც მან აღნიშნა, 9 ნოემბერს შეკრებას შედარებით გვიან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რადიკალურმა ჯგუფებმა 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული პრემიერის ჩაშლა სცადეს. მოვლენების ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი” იყო. სადაც რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება რადიკალებსა და სამართალდამცველებს შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ 28 პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები