LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვამზადებდი სიმღერას, ჩავდებდი შრომას და ამ დროს მსმენელი სიმღერის ნაცვლად ჩემს ფიზიკურ მონაცემებს აფასებდა: თიკა ჯამბურია

1110
tika-jamburia-w-h

მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა “სთორის” სტუმარი იყო, სადაც მან თავის ბავშვობაზე, მოღვაწობაზე და  საზოგადოების მხრიდან მის ბულინგზე ისაუბრა.

“ჩემი მომატებული წონის გამო ხალხი მაკრიტიკებდა. მეც ვკომპლექსდებოდი და არ მინდოდა არც ტელევიზიაში მისვლა და არც სცენაზე ასვლა. მოვამზადებდი სიმღერას, ჩავდებდი შრომას და ამ დროს მსმენელი სიმღერის ნაცვლად ჩემს ფიზიკურ მონაცემებს აფასებდა.

ძროხა, ღორი, მსუქანი, გასიებული და კიდევ რას არ მეძახდნენ. ბევრჯერ შემცოდებია ჩემი თავის და მიტირია. შემდეგ, ჩემი მეგობრის დახმარებით გადავლახე და ახლა მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში კი არ არის, პრობლემა ხალხშია”,-ამბობს თიკა ჯამბურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები