LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვითხოვე, სააკაშვილთან მისი დედა და უკრაინელი ექიმები შეუშვან” – ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

224
1

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ “ტვიტს” ზელენსკი აქვეყნებს და წერს, რომ ის პრემიერს მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა:

“ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ასევე მოვითხოვე, სააკაშვილთან მისი დედა, ახლობლები და უკრაინელი ექიმები შეუშვან.” – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობები მედიას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

გვარამიას თქმით, ის მზადაა ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს. აქვე ამბობს, დათქმას, რომ ეს არ უნდა იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g