LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვლენების ეპიცენტრში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად – ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ

516
715x400 (9)

“ჟურნალისტი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია” – ამ ფრაზას საკუთარი საქმიანობით მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველდღიურად ადასტურებენ.

“ჟურნალისტები აქტივისტებისა და აგრესიული ჯგუფების ეპიცენტრშიც აღმოჩნდებიან და მათი სამიზნეები ხდებიან” – ამ ფრაზას კი უკვე განხორციელებული აგრესიით, საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად ალბათ ქართველი ჟურნალისტები გამოცდიან.

აგრესიის ეპიცენტრში დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან აგრესია  კი სიტყვიერი შეურაცხყოფიდან მრავალჯერ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში.

ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია მედიის 20-მდე წარმომადგენელი. განხორციელებული აგრესიის შედეგად დაზიანებულია სხვადასხვა მედიასაშუალების აპარატურა.

 

ვინ რა სახის დაზიანება მიიღო და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, “ფორტუნა” გთავაზობთ ინფორმაციას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ

 

ჟურნალისტებზე თავდასხმა დილიდან დაიწყო – ვიდეო: „თბილისი პრაიდის“ მოწინაღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ “პალიტრანიუსის”, “რადიო თავისუფლების”, “რუსთავი 2”-ის, “ნეტგაზეთის”, On.ge-ის, “TV პირველის” და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

“ანტიქრისტეები ხართ”, “ყველა ჟურნალისტი ერთნაირი ლიბერალია” – ამ ფრაზებით მიმართავდნენ “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს.

?  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა.

?  “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს.

? “პალიტრანიუსის” ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა ოპერაცია უტარდება.

“ნიუ ჰოსპიტალსის” გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ ბერიაშვილი აცხადებს, რომ ოპერატორს თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.

 

?  ძალადობრივმა ჯგუფებმა TV პირველის ოპერატორს, ლევან ბრეგვაძეს სცემეს. ფოტო არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

 

 

?  დაშავდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია. ფოტოს “ტაბულა” ავრცელებს.

მანდარია თავდასხმის მომენტს იხსენებს “ტვ პირველთან” და ამბობს, რომ დაპირისპირების მომენტში პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცველები არც მათ დაეხმარნენ და არც მოძალადეები დააკავეს.

“მეც და ჩემი თანამშრომელიც ვითხოვდით დახმარებას, აქ იდგა პოლიცია და სამწუხაროდ, არც გარყეულან.” – თქვა მანდარიამ.

 

?  კიდევ ერთი ოპერატორის ფოტოს ავრცელებს გუგა მაისურაძე. “ტვ პირველის” ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას თვალი აქვს დაზიანებული.

 

? დაშავდა “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილიც. ფოტო: IPN

 

? ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანება მიიღო “რადიო თავისუფლების” ოპერატორმა დავით ქორიძემ. ფოტო: რადიო თავისუფლება

 

?  თავს დაესხნენ “ფორმულას” ფოტოგრაფ ვახო ქარელს. ფოტოს ნიკოლოზ ურუშაძე ავრცელებს.

 

კიდევ ერთი საკუთარი დაშავებული ჟურნალისტის, რატი წვერავას ფოტოს ავრცელებს “ტვ ფორმულა”

 

ფოტოს, რომელზეც რატი წვერავა და სასულიერო პირები არიან აღბეჭდილი, “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

წვერავამ პოლიციაში ჩვენება მისცა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ მოძალადეების თავდასხმის დროს, პრაქტიკულად, არ გამოჩნდა პოლიციელი, რომელიც მას დაიცავდა.

“ნეტგაზეთთან” საუბრის დროს წვერავა მომხდარს იხსენებს:

“ეს მოხდა ცენტრში, პარლამენტის წინ. კადრებიც არსებობდა, პირდაპირ ეთერში ვიყავით. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, ადამიანები გამეტებით მირტყამდნენ ისე, რომ ერთი სამართალდამცავი არ გამოჩნდა, რომელიც გადამეფარებოდა. დაახლოებით ქაშუეთის ეკლესიასთან, ჩასასვლელში, ერთადერთმა პოლიციელმა დამიცვა, უძლური იყო, ბუნებრივია. მამაოები, აქციის ყველა ორგანიზატორი… მე ჩართვის დროსაც ვთქვი, რომ აქ რომ რამე ესკალაციას ჰქონდეს ადგილი, სამართალდამცავები ვერ დამიცავენ-მეთქი.

დაახლოებით 200 მეტრის განმავლობაში დავდიოდი და მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა, ვიგუდებოდი, ვერ ვლაპარაკობდი და ვთხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი. დახმარება კი არა, ყველა მირტყამდა გამეტებით. არ აინტერესებდათ, ადამიანი იყავი, ვინ იყავი… უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. ერთი ნაბიჯი არის იქამდე, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან. ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შენ რადგან კითხვას უსვამ მას და შეიძლება, კრიტიკულო კითხვა დაუსვა, მოგკლან.” – ამბობს ჟურნალისტი.

?  ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს. პარლამენტის წინ, მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს მას რამდენიმე აგრესიულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი ჰკრა და სცადა, მისი ტელეფონი გადაეგდო.

?  კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტი სკუტერით მიზანმიმართულად დაეჯახა მედიის წარმომადგენლებს.

 

“დღეს, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.” – ეს არის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს. 

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა დაკავებული რომელიმე თავდამსხმელი ჟურნალისტების ცემის ფაქტზე.

magti 5g