“იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს ისე, რომ შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა. კონფერენცია ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მოდერატორობით გაიმართა, სადაც სამხრეთ კავკასიის საკითხზე იმსჯელეს.

“საქართველოს გაცილებით უკეთესად შეუძლია მოქმედება და შეუძლია გახდეს ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სულ მცირე აღმოსავლეთ პარტნიორობაში,” – ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო მწუხარება გამოხატა.

“იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს ისე, რომ შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს, შემდეგ კი საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მამოძრავებელ მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ასევე იმის, რაც ქართველებს სურთ – ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცეს, დაბლოკვისა და ბოიკოტის გარეშე. ასევე, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული ძალა არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები