LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწამლული ნავალნი უგონოდაა: პუტინის მორიგი მსხვერპლი?

364
1-1160979

რუსეთის ფედერაციის მმართველის ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი რეანიმაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენის დროს თავს ცუდად გრძნობდა. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკში. ალექსს აქვს ტოქსიკური მოწამვლა. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს“, – წერს ნავალნის პრესსამსახურის წარმომადგენელი კირა იარმიში ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

პრესსამსახურში ეჭვობენ, რომ ნავალნი მოწამლულია.

„ერთადერთი, რაც დილით მან დალია, იყო ჩაი. ალექსი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – აცხადებს იარმიში.

ამ ეტაპზე მედიკოსებისთვის გაუგებარია თუ რას შეიძლება გამოეწვია ნავალნის მოწამვლა. ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, ნავალნი რამდენიმე დღე ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები