LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს

198
c3592f185062abf4faa620377af8b01b

დღეს, 8 თებერვალს იმ ოჯახის წევრები გამოკითხეს, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

ერთ-ერთი ადვოკატის დავით ჩქოტუას განცხადებით, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი დაკავებული არ არიან.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

,,დაკითხეს და დღეს გაუშვეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მათი დაკავება მოსალოდნელი არ არის, არც ბრალია წაყენებული. აქ იმყოფებოდნენ როგორც მოწმეები“, – განაცხადა დავით ჩხოტუამ.

ჯიქიების სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სპეცოპერაცია 8 თებერვალს, გამთენიისას ჩატარდა. შსს-ს თანახმად, „დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები”. როგორც ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, ომიანე ჯიქია მათი ოჯახის ნათესავია (ბადრის დედის ბიძაა).

ადვოკატი: ბადრი ესებუა არანაირ ბრალს, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g