LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

850
Untitled design (5)

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.

„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!“, – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

 

უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on Monday, April 10, 2023

 

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ათამ­დე ფილმში. თა­მა­შობ­და სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები