LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

81

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის რეიტინგში საქართველომ პოზიცია გააუმჯობესა და 41-ე ადგილი დაიკავა, 2014 წელთან შედარებით პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა.რეიტინგი 136 ქვეყანას აფასებს და ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რეიტინგი აფასებს ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას საზღვრებს მიღმა და დანიშნულების ადგილამდე. ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის დონეს და პოტენციალს.

რეიტინგი შედგება 7 კომპონენტისგან, რომელთაგანაც თითოეული, თავის მხრივ, ფასდება სხვადასხვა ინდიკატორებით.

#რეიტინგის კომპონენტები2016 წ.2014წ.
1ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობა96
2უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა3363
3სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭირვალობა3941
4სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მათი ხარისხი7670
5სატრანსპორტოსერვისები და მათი ხარისხი98101
6საინფორმაციოდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი6570
7ოპერაციული გარემო3350


საქართველოს
პოზიცია 2016 წლის რეიტინგში გაუმჯობესდა შემდეგ კომპონენტებში:

  • უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა – 30 ადგილით

აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისგაფორმებასთან (კერძოდ DCFTA -ის კომპონენტის). აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როდესაც რეიტინგში აისახება საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგები.

  • სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭირვალობა – 2 ადგილით

აღნიშნულ კომპონენტში გაუმჯობესება დაკავშირებულია გაფორმების პროცედურების ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე ექსპორტისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის შემცირებასთან 2014 წელთან შედარებით.

  • სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი – 3 ადგილით

აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესება დაკავშირებულია გადაზიდვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ტარიფის შემცირებასთან, ასევე საფოსტო მომსახურების ეფექტიანობის ზრდასთან.

  • საინფორმაციოდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი – 5 ადგილით

გაუმჯობესდა ელექტრონული კომუნიკაციების მოცვის მაჩვენებელი (მობილური ტელეფონების მოსარგებლეთა რაოდენობა), ასევე გაიზარდა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხარისხი და რაოდენობა.

  • ოპერაციული გარემო – 17 ადგილით

აღნიშნული წინსვლა დაკავშირებულია საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან (111 ადგილიდან 64-ე ადგილამდე), ასევე გაუმჯობესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა ( 25 დან 20-ე პოზიციამდე)  და ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის მაჩვენებელი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო იყო და არის  ლიდერი  ევრაზიის ქვეყნებში, როგორც 2014 წელს (მაშინ ბოლო ადგილზე იყო რუსეთი), ისე 2016 წელსაც (ბოლო ადგილზეა ყირგიზეთი).

საქართველო განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეგიონში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოს პოზიცია რეიტინგში 5 ერთეულით უმჯობესდება 41-ე პოზიციამდე, მაშინ როდესაც რეგიონში წინსვლა ამ მხრივ არ შეინიშნება. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ინდექსის ყველა კომპონენტში ტრანსპორტის გარდა“,–ვკითხულობთ ანგარიშში.

ბიზნესის კეთების ინდექსის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია საზღვრებს მიღმა ვაჭრობის კომპონენტში წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და დაიკავა 54-ე ადგილი, 2016 წელს იკავებდა 62-ე ადგილს.

2017 წლის რეიტინგში მნიშვნელოვნადგაუმჯობესდა ექსპორტის და იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები:

ქვეკომპონენტები (doing business)2017 წ.2016 წ.
ექსპორტისთვის საჭირო დრო (სათები): დოკუმენტაციასთან შესაბამისობა248
ექსპორტთან დაკავშირებული დანახარჯები: დოკუმენტაციასთან შესაბამისობა35200
იმპორტისთვის საჭირო დრო (საათები): დოკუმენტაციასთან შესაბამისობა224
იმპორტთან დაკავშირებული დანახარჯები: დოკუმენტაციასთან შესაბამისობა189200