გთავაზობთ ულამაზეს, ძვირადღირებულ სასტუმროებს, რომლებიც თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს. ეს არის უნიკალური ადგილები, საოცარი ხედებით.

 

Katikies

ეს ფეშენებელური სასტუმრო საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე – სანტორინიზე მდებარეობს: ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე, კალდერას მთაზე.

განსაკუთრებული არქიტექტურა არაჩვეულებრივად ეწყობა ბუნებას. სასტუმროში თეთრი ფერი ჭარბობს. თუმცა რთული წარმოსადგენია, ამ გარემოსთვის სხვა რომელი ფერი იქნებოდა ასეთი მომგებიანი.

სასტუმრო ცნობილია არა მარტო მომსახურეობის ხარისხით, არამედ, პირველ რიგში, ზღვის პანორამული ხედით, რომლითაც უსასრულოდ შეგიძლიათ დატკბეთ. აქ ნამდვილად შეძლებთ ყოველდიური ცხოვრების საზრუნავისგან გათავისუფლებას და მშვიდად დასვენებას.

 

Monastero Santa Rosa Hotel & Spa

ეს ადგილი იტალიაში, ამალფის სანაპიროს პატარა სოფელ კონკა-დეი-მარინში მდებარეობს, სალერნოს ყურის ზემოთ. უძველეს მონასტერს მეჩვიდმეტე საუკუნეში რესტავრირება ჩაუტარდა, თუმცა თავისი მომხიბვლელობა არ დაუკარგავს. რომანტიული დასვენებისთვის იდეალური ადგილია.

 

Ladera Resort

ვისაც კარიბის ზღვის სილამაზით ტკბობა სურს, ეს სასტუმრო მათთვის არის. აქ ზღვისა და პიტონის მთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას შეძლებთ. სასტუმრო სენტ-ლუისში მდებარეობს. კლდეებს შორის მოქცეულ დასასვენებელ ადგილს 9 ვილა და 23 აპარტამენტი აქვს.

ოთახებში სიმყუდროვეს მეთორმეტე საუკუნის ფრანგული ავეჯი ქმნის, სადაც დაწნული დეკორაციული გაფორმებები და ადგილობრივი ოსტატების მიერ ხელით დამზადებული დეტალებია.

 

 

Radisson Blu Hotel 

ეს სასტუმრო ცნობილი გახდა უდიდესი ცილინდრული აკვარიუმით, რომელიც 1 მილიონ ლიტრ ზღვის წყალს იტევს. მასში 1 500 ტროპიკული თევზი და მარჯნებია.

შუშის ლიფტი, რომელიც უზარმაზარი აკვარიუმის შუაშია განთავსებული, დამსვენებლებს შესაძლებელობას აძლევს თევზების ნახვითა და უნიკალური შეგრძნებებით დატკბეს. სასტუმროში 427 ნომერია ქალაქისა და აკვარიუმის ხედებით.

 

 

Glass Igloo Village del Hotel Kakslauttenen

თუ ზამთრი გიყვართ, ალბათ ცხოვრების რამდენიმე დღის გატარება ამ სასტუმროში მოგინდებათ.

აქ შეგეძლებათ ულამაზესი ცის ქვეშ ესკიმოსურ შუშის ქოხებში დაიძინოთ. ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მყუდრო ოთახში არც რომანტიკას დაკარგავთ და ვერც სიცივეს იგრძნობთ.

მსგავსი თემები