LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ულამაზესი 5 შადრევანი – რჩევები მოგზაურებს

1279
maxresdefault (1)

შადრევანი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ გაგრილების საშუალებად ითვლებოდა, დღეს განსაკუთრებულ არტ-ობიექტადაა ქცეული და შთამბეჭდავ წარმოდგენებს მართავს შოუების მოყვარული ტურისტებისთვის. ასე რომ, მოგზაურობისას აუცილებლად მოინახულეთ ყველაზე მხიარული, მომღერალი და მოცეკვავე შადრევანები.

ტრევის შადრევანი რომში – იტალიის დედაქალაქის ყველაზე დიდი შადრევანი, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა და რომის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა, ტურისტებს თავისი მაგიურობით იზიდავს. ამბობენ, თითქოს ის, ვინც შადრევანს ორ მონეტას შესწირავს, აუცილებლად დიდი ხნის ნანატრ სიყვარულს იპოვის.

ველური ბატების დიდი პაგოდას შადრევანი – სიანაში, ყველაზე ცნობილ ტურისტულ ობიექტთან – ველური ბატების დიდ პაგოდასთან ახლოს, აზიის ყველაზე დიდი შადრევანია მოთავსებული, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავი შებინდებისასაა, როცა ფერადი ილუმინაციის ბრწყინვალე შოუში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

მოცეკვავე შადრევანი „ბელაჯიო“ ლას-ვეგასში – არაჩვეულებრივი შოუთი დატკბობა, რომელიც აზარტული თამაშების დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ატრაქციონად ითვლება, ბევრად უკეთესია სიმაღლიდან, საიდანაც რაკურსიც არაჩვეულებრივია და ქალაქის პანორამული ხედიც ბევრად შთამბეჭდავი.

მაგიური შადრევანი Мontjuïc ბარსელონაში – ცნობილი შადრევანის მუსიკალურ-საცეკვავო შოუს სანახავად, ბარსელონას ყოველწლიურად 2,5 მლნ. ადამიანი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ შადრევანი მხოლოდ რამდენიმე დღით აქტიურდება ზაფხულის სეზონზე, სხვა დანარჩენ დროს კი, ისვენებს და ქალაქის რიგითი ღირსშესანიშნაობის სტატუსით კმაყოფილდება.

ბუკინგემის შადრევანი ჩიკაგოში – ქალაქის სიმბოლოდ და ერთგვარი ჭიშკარად ქცეული ბუკინგემის შადრევანი, ერთნაირად ლამაზია როგორც დღის სინათლეზე, ისე შებინდებულზე, როცა სხვადასხვა ფერის ილუმინაციით ნათდება.