LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უმსხვილესი სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს

69
280755522_366787618810689_2449355252780274610_n

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს. დუბაიში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიის მილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებს მომხმარებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები