LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების სამოსი იაფად – თბილისში პირველი “აუთლეტ სოფლის” მშენებლობა დაიწყო

254
6069b923b33a1

ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯის” მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აუთლეტ ვილიჯის” პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ღირებულება 70 მილიონია და ეს პირდაპირი ინვესტიციაა.

„კომპანია “დომუსი” ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2000 ადამიანი დასაქმდება, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან ძალიან ცნობილი ბრენდი კომპანიები, ესპანური კომპანია, რომელიც არის მადრიდის და ბარსელონას “აუტლეტ ვილიჯების” მფლობელი. ამას გარდა, ამერიკული ცნობილი კომპანია, რომელიც ტოპ ათეულში შედის, მენეჯმენტში იქნება ჩართული”,- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო: როგორი იქნება საქართველოში პირველი „აუთლეტ სოფელი“ - პროექტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს შედგება

„მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის"

ცნობისთვის, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელს „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას დაასრულებს.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში აშენდება 12 500 კვ.მ კომერციული სივრცე, სადაც 70 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება, ხოლო მეორე ფაზაში დაემატება 7 500 კვ.მ (40 ახალი ბრენდი).

თბილისში „აუთლეტ სოფელი“ აშენდება, სადაც Christian Dior-ის, Dolche&Gabbana-ს და სხვა ბრენდების სამოსი ხელსაყრელ ფასად გაიყიდება

"ტურისტი რომ გაიგებს, რომ, მაგალითად, Dolche&Gabbana-ს შარვალს აქ 200 ლარად იყიდის, სხვაგან აღარ წავა"

ჯამში პროექტი 20 000 კვადრატში 110 ბრენდის განთავსებას შეძლებს. ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტმენეჯმენტ კომპანია TORG International. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა საუკეთესო აუთლეტები ევროპის მაშტაბით და მართავს 9 აუთლეტს აშშ-ში.

„აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის L35 მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g