LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე დიდი ვაქცინების მწარმოებელი ქარხანა იწვის – არის მსხვერპლი

25994
Employees leave as smoke rises from a fire at Serum Institute of India, the world's largest vaccine maker that is manufacturing the AstraZeneca/Oxford University vaccine for the coronavirus, in Pune, India, Thursday, Jan. 21, 2021. (AP Photo/Rafiq Maqbool)

ინდოეთში ვაქცინის დამამზადებელი უდიდესი ქარხანა იწვის. ქალაქ პუნის სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ ადგილზე ხუთი სახანძრო მუშაობს. ხანძრის მასშტაბის შესახებ მას სხვა ინფორმაცია არ აქვს.

თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რამდენად დიდია ხანძრის მასშტაბი.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძრისშედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.

ჯერჯერობით არ ვცელდება ინფორმაცია, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

„ხანძარი გავლენას ვერ მოახდენს კოვიდ -19-ის წარმოებაზე“, – აცხადებენ Serum Institute-ში, სადაც ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, ებრძვიან. ქარხანაში Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.

შეგახსენებთ, საბოლოოდ ჯერ გადაწყვეტილი არაა, საქართველოში რომელი ვაქცინაციით აცრიან მოსახლეობას. როგორც პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, ეს მოხდება მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები