LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ხუთეული

429

ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ბანკმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების თოპ-ხუთეული შეადგინა. მსგავს რეიტინგებს ბევრი ორგანიზაცია რეგულარულად აკეთებს. საუკეთესო ათეულში კი, ყოველთვის ერთიდაიგივე ქალაქები ხვდებიან. გთავაზობთ, ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ნუსხას, სადაც ნებისმიერი ისურვებდა გადაბარგებას, მიუხედავად მაღალი ფასებისა.

კოპენჰაგენი

დანიის დედაქალაქი დღემდე რჩება ჰამლეტის და მისი მამის აჩრდილების, ქალთევზას და Lego-ს, დიზაინისა და რესტორან Noma-ს სამშობლოდ, თუმცა ყველა ეს სიამოვნება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და სხვათაშორის, არც ისე მცირე თანხებთან. რამდენიმე წლის წინ კოპენჰაგენის მაცხოვრებლის საშუალო ხელფასი 1 100 დოლარს შეადგენდა. თუმცა, “საშუალო” – საკმაოდ პირობითი განსაზღვრებაა, რადგან კვებაზე რიგითი კოპენჰაგენელი საშუალოდ 560 დოლარს ხარჯავს, მისი ხელფასი კი, არც ისე მაღალია. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დანიელებს ძალიან უყვართ მოდურად ჩაცმა და არასდროს იშურებენ ფულს ტანსაცმლის შესაძენად, კოპენჰაგენში ცხოვრება ერთი შეხედვით არც მაინცდამაინც მომხიბვლელია. თუმცა, ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია, რადგან ძვირი ცხოვრება აბსოლუტურად არ აშინებთ ადგილობრივებს, რომლებიც სიამოვნებით ერთობიან,  საკმაოდ ხშირად სტუმრობენ რესტორნებს და დიზაინერულ ნივთებითაც ანებივრებენ საკუთარ თავს.

ოსლო

ოსლო ჩრდილოეთის დიდებული ქალაქია, სადაც ძლიერი ქარიც ქრის და მაგარ ყავასაც ადუღებენ, დეპუტატები პარლამენტში ველოსიპედით დადიან, ტურისტები კი, არ ერიდებიან მასხრად აიგდონ  მარტოხელა გვარდიელი, რომელიც სამეფო სასახლის მთავარ შესასვლელს იცავს. ბრიტანელი “კოლეგების” მსგავსად, ნორვეგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც მთავარ მედიაპერსონებად ითვლებიან, თუმცა, მსგავსება ოსლოსა და ბრიტანეთის დედაქალაქს შორის ამაზე მთავრდება. ამბობენ, ლონდონი ძვირადღირებული ქალაქიაო, მაგრამ რას იტყვით ოსლოზე, სადაც ვახშმობა საშუალო დონის რესტორანში ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ლონდონში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ ბიგ-მაკზე, რომელიც 96 კრონა (ანუ 8 ფუნტი – 70%-ით მეტი ვიდრე ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში) დაგიჯდებათ. ხელფასი ოსლოში საკმაოდ მაღალია, თუმცა არც ყველაზე მაღალი მსოფლიოში (რამდენიმე წლის წინ ნორვეგიის დედაქალაქი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო, ხელფასის მიხედვით კი – მხოლოდ მეოთხე ადგილი მოიპოვა), ასე რომ არცაა გასაკვირი, თუ ხელმომჭირნე ოსლოელებს ყველაზე კარგად გამოსდით ეკონომია. ყიდვის უნარიანობა ოსლოში ფანტასტიურია (ამ ნაწილში ქალაქი თოპ-ათეულშიც კი არ შედის), თუმცა ოსლოელებს ვერც “წუწურაქებს” დავარქმევთ. მათთვის უცხო არაა ემოციონალური ხარჯები. მაგალითად, მამაკაცის ნაციონალური კოსტიუმი – ბიუნადი, რომელიც ცილინდრის, ბრიჯების და მოხატული პერანგის ერთობლიობას წარმოადგენს, 1000 ევრო ღირს. რაც მთავარია, კოსტიუმით ხშირად ვერ ისიამოვნებ, როგორც წესი ბიუნადს მხოლოდ წელიწადში ერთხელ – დამოუკიდებლობის დღეზე იცვამენ. არადა, ეს ერთი შეხედვით გამოუყენებელი, მაგრამ ძვირიანი სამოსი თითქმის ყველა ნორვეგიელი მამაკაცის გარდერობში ჰკიდია.

ნიუ-იორკი

ამ დიად ქალაქში ყველაფერია, მთავარია გქონდეთ ფინანსები და აუცილებლად ძალიან ბევრი! სამსულიან საშუალო დონის ოჯახს თვეში სულ მცირე 3 300 დოლარი ჭირდება. თუ თქვენ ციფრი არც ისე შოკისმომგვრელად გეჩვენებათ, შეგახსენებთ, რომ ეს საშუალო ოფიციალური მონაცემია, სხვა მაჩვენებელით კი – ოროთახიანი ბინის არენდა 4 620 დოლარი ღირს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება პირველ მონაცემს. ასე რომ, საკმაოდ დიდ ოჯახს თავისი 3 300 დოლარიანი შემოსავლით ხშირად არც ისე კომფორტულ პირობებში უწევს ბინადრობა. ნიუ-იორკში მდიდრებსაც კი რთული ცხოვრება აქვთ, რადგან აქ არენდა ყველაზე ძვირი ღირს. ოფისის ან შოუ-რუმის ქირაობა მეხუთე ავენიუზე – რაც ნებისმიერი, სტატუსის მოპოვებით შეპყრობილი ბიზნესმენის ოცნებაა, კვადრატულ მეტრებით იზომება და წელიწადში 16 000 დოლარი ჯდება. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ პარიზში, ელისეის მოედანზეც კი, არენდა ბევრად იაფია და სულ რაღაც 9000 დოლარს შეადგენს.

ჟენევა

დიახ, აქ (და არა როგორც ბევრს ჰგონია ნიუ-იორკში) მდებარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა. თუმცა, ცხოვრება ჟენევაში საკმაოდ რთულია. იმდენად რთული, რომ ბევრს ჟენევაში მუშაობა და მეზობელ საფრანგეთში ურჩენია ცხოვრება, სადაც ფასები საგრძნობლად დაბალია. თუ თქვენ ისე ძალიან მოიხიბლეთ ჟენევით, რომ გადასახლებაც გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ ბინის ქირაობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, რადგან კვადრატული მეტრი აქ 10 000 დოლარზე მეტი ღირს. იმ შემთხვევაში კი, თუ შვეიცარიის დედაქალაქში გადაწყვიტეთ შვებულების გატარება, მოემზადეთ! ტურისტებისთვის ჟენევა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. ორადგილიანი ნომერი ჩვეულებრივ სასტუმროში ორჯერ უფრო ძვირი (300 ევრო) ღირს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქალაქში. მეორეს მხრივ, საინტერესო ჟენევაში არაფერია თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს და ყველს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფული გეყოფათ.

ციურიხი

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის ტიტული ციურიხმა, ჟენევასთან ერთად წაართვა სინგაპურს და ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა ეროვნული ფრანკი ევროსგან გაანთავისუფლა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შვეიცარული ვალუტა სწრაფად გამყარდა (თუმცა, ის არც მანამდე უჩიოდა ბედს), რასაც ცხოვრებაც გაძვირებაც მოჰყვა ამ ბრწყინვალე ქალაქში. ეს რაც შეეხება ჟენევას, ახლა კი, ისევ ციურიხს დავუბრუნდეთ. შოკოლადის, ბანკების (აქაა ნაციონალური ბირჟა) და საათების კომპანიების ქალაქი, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქების კატეგორიაშიც ლიდერობს. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველაფერს გადახდა ჭირდება – სამსულიანი ოჯახი 3 600 დოლერზე ნაკლები შემოსავლით ამ ქალაქში უბრალოდ ვერ გადარჩება და ესეც საშუალო ციფრია, რეალურად კი, ყველაფერი ბევრად უფრო ძვირია. ერთი კოლოფი სიგარეტი საკუთარი ჯანმრთელობის მოსპობის მოყვარულებს, დაახლოებით 8 ევრო უჯდებათ, მათ კი, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს, სულ ცოტა 20 ევრო მაინც დაჭირდება გაციებისთვის ერთი შეკვრა წამლის შესაძენად. ევროპის ქვეყნებს შორის, ციურიხში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურებაა – მინიმუმ 35 ევრო საათში სამჯერ უფო მეტია, ვიდრე მაგალითად, ლისაბონში. 280 ევრო ერთ სამუშაო დღეში – შთამბეჭდავი თანხაა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ თანხას რიგით “მშრომელებს” უხდიან, ბანკის თანამშროლების შემოსავალი თვეში კი – 85 ევროთი მეტია. ასეთი შემოსავლებით ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში, ვიღაცისთვის სანატრელია, ვიღაცისთვის კი, ძალიან რთული.  ეკონომისტები დიდი ხანია სარგებლობენ ე.წ. “ბიგ მაკის” ინდექსით (შემოსავლები იმის მიხედვით ითვლება, თუ რა დრო ჭირდება ადამიანს ერთი ბურგერის შესაძენი ფულის გამოსამუშავებლად). ბოლო კვლევებში ექსპერტები უფრო შორს წავიდნენ და ათვლის წერტილად  iPhone 6 გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ რიგით ციურიხელსისთვის სამდღიანი სამუშაო დღეც საკმარისია  iPhone 6-ის შესაძენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები