LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცი 35 მილიარდიან განქორწინებას დათანხმდა

793
_105119757_jeffandmackenziebezos

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცი, “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე მაკენზი 35 მილიარდ დოლარიან განქორწინებაზე დაზავდნენ.

შედეგად მაკენზი ბეზოსს Amazon-ში 4%-იანი წილი ერგო. თუმცა, დათმობა მხოლოდ ჯეფს არ მოუწია. შეთანხმების თანახმად, მაკენზი ბეზოსი კომპანიაში ხმის მიცემის უფლებას ყოფილ ქმარს გადაულოცავს. გაყრისას ბეზოსის ყოფილმა ცოლმა გაზეთის The Washington Post-ისა და კოსმოსური სამოგზაურო კომპანია Blue Origin-ის შესახებ ინტერესებიც დათმო.

ჯეფ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ განქორწინების შესახებ ინფორმაცია ტვიტერზეც გამოაქვეყნეს.

“ჩვენ წარმოუდგენლად იღბლიანად ვგრძნობთ თავს, რადგან ერთმანეთი ვიპოვნეთ და უკიდურესად მადლიერები ვართ ჩვენი ქორწინების თითოეული წლის გამო. თუნდაც გვცოდნოდა, რომ 25 წელიწადში დავშორდებოდით, ამას მაინც  გავაკეთებდით. ჩვენ, როგორც დაქორწინებულ წყვილს საოცარი ცხოვრება გვქონდა. ამასთან  წინ ვხედავთ მშვენიერ მომავალს, როგორც მშობლები, მეგობრები, პარტნიორები სხვადასხვა პროექტებში და ასევე ვხედავთ მშვენიერ მომავალს პირად თავგადასავლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ წოდებები შესაძლოა შეგვეცვალა, ჩვენ ვრჩებით ოჯახად და მეგობრებად,” – წერია განცხადებაში.

 

 

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი ბეზოსი ერთად 25 წლის განმავლობაში იყვნენ. მათ სამი ვაჟი და ერთი შვილობილი გოგონა ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები