LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსისგან 32 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა

2593
korona

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ნელი ტემპით იზრდება და მედიკოსების ინფორმაციით,  შეიმჩნევა გამოჯანმრთელების ძალზე მასშტაბური ტენდენცია.

დადასტურებული ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან უკვე 32 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა 82 000-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 2800-ს გადააჭარბა. სამხრეთ კორეაში 1592 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 ფაქტი ფატალური აღმოჩნდა.

ევროპის კონტინეტზე იტალიაში კორონავირუსის 400 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 12 გარდაიცვალა.
იაპონიაში 850 შემთხვევიდან მხოლოდ 691 საკრუიზო ხომალდზე მოდის, საიდანაც რამდენიმე ინფიცირებულმა პირმა დაავადა ასეულობით ადამიანი, რომლის შედეგად 4 მათგანი გარდაიცვალა.

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში ვრცელდება“ – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ექიმების ინფორმაციით, სიკვდილიანობა ძალზე დაბალია აღნიშნულ დაავადებაში და შეადგენს მხოლოდ 2%-ს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში.

ყოველწლიურად სეზონური გრიპისგან 400 000 ადამიანი კვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები