LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხის“ ოპერატორზე, ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

81
საქალაქო სასამართლო

„მთავარი არხის“ ოპერატორზე, ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს  პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთოს ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა – შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

magti 5g