LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის.. ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნის მცდელობა არის რუსული ნარატივი“ – შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს 

119
შალვა მზა

„იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, ვინც ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას ცდილობენ.

მისი თქმით, საწინააღმდეგო აზრის უტრირება რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნაწილია.

„არის ასეთი გამოთქმა, რომელიც ლინკონს ეკუთვნის: „ხალხის მიერ, ხალხისთვის და ხალხისგან არის დემოკრატია შექმნილი.“

ნებისმიერი გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა არის რუსული ნარატივი.

ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აბსურდული მსჯელობა არის, რომელშიც სურთ ხოლმე ჩვენი შეყვანა.

დემოკრატიის იდეა არის შემდეგი – მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის – ხალხის მიერ, ხალხის სახელით, ხალხისთვის,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„პრემიერის განცხადებამ გამახარა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო“ – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g