LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი მსოფლიოს წინაშე ვმშიმშილობთ და ვიყინებით ჩვენს შვილებთან ერთად. აზერბაიჯანი აგრძელებს ჩვენს ბლოკადას“ – ყარაბაღელი ქალები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ

134
ყარაბაღელი ქალები

„არა მხოლოდ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს მსოფლიოში, არამედ როგორც შვიდი შვილის დედას, რომელიც უფრთხილდება საკუთარ ოჯახს, გაიგონეთ ყარაბაღელი ქალების თხოვნა და მხარში დაუდექით არცახის ქალებსა და ბავშვებს“ – ამ განცხადებით ყარაბაღში არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა „არცახის ქალები მომავლისთვის“ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ და მის სახელზე პეტიციას აქვეყნებენ, რომელთა ხელმომწერების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.

პეტიცია აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის – ლაჩინის დერეფნის შესახებაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და რომელიც 51 დღეა ჩაკეტილია.

მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის დერეფნის გახსნაში.

„მთელი მსოფლიოს წინაშე ვმშიმშილობთ და ვიყინებით ჩვენს შვილებთან ერთად. აზერბაიჯანი აგრძელებს ჩვენს ბლოკადას, გვიკეტავს გაზს და გვიჭრის ელექტროენერგიას, რომელიც სომხეთიდან მოგვეწოდება.

არა მხოლოდ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს მსოფლიოში, არამედ როგორც შვიდი შვილის დედას, რომელიც უფრთხილდება საკუთარ ოჯახს, გაიგონეთ ყარაბაღელი ქალების თხოვნა და მხარში დაუდექით არცახის ქალებსა და ბავშვებს, და ყველაფერი გააკეთოთ აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი სასტიკი ბლოკადის შესაჩერებლად.“ – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გავრცელებულ პეტიციაში.

ცნობისთვის, 51 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის დერეფანი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.