LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთხოვა ახალი სიყვარული მეპოვა“ – დამიენ ლუსი გარდაცვლილი ცოლის ბოლო სურვილზე წერს

271
damnlusi

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ჰელენ მაკრორი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ასევე მსახიობმა დემიენ ლუისმა გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ 52 წლის მაკრორი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

გუშინ კი გამოცემამ The Sunday Times 50 წლის დამიენ ლუსის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

„როცა ამ წერილს ვწერ, ყურში ჩამესმის, როგორ მეძახის გვერდითა ოთახიდან. მე არასოდეს  მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე უხაროდა სიცოცხლე“ – წერს სერიალ „სამშობლოს“ ვარსკვლავი დამიენ ლუსის. აქვე მსახიობი იხსენებს, რომ ჰელენ მაკრორიმ გარდაცვალებამდე მას სთხოვა, ახალი სიყვარული მოეძებნა: „მთხოვა ახალი სიყვარული მეპოვა, ის მიიჩნევდა, რომ სიყვარული საკუთრება არაა, რომ სიყვარული უნდა გაგრძელდეს“ – იხსენებს ლუისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები