უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერი აცხადებს, რომ მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა.
უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქში სროლის ხმაა და ეს ხმები ატომური ელექტროსადგურის მხრიდან ისმის.
“მტრის ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით წავიდა. ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის სწორედ იმ მხრიდან”, – წერს დიმიტრი ორლოვი “ტელეგრამზე”.
შეგახსენებთ, 2 მარტს “უნიანი” წერდა, რომ მტრის ჯარები მიუახლოვდნენ ენერგოდარს, სადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მოქალაქეები ქუჩაში მასობრივად გამოვიდა მტერთან შესახვედრად და ოკუპანტები ქალაქში არ შეუშვეს.
3 მარტს ქალაქის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა, რომ მტრის კოლონა, რომელიც 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკისგან შედგება, ქალაქს უახლოვდებოდა. მან აღნიშნა, რომ მტერმა ესროლა საგუშაგოს და იარაღს იყენებდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც. ორლოვმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, მერმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქ ენერგოდარში საგუშაგოზე ბრძოლა მიმდინარეობდა, მტრის ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, ერთ-ერთ მათგანს კი ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: