LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუსიკალური ქარავანი” – ჯადოსნური მოგზაურობა მუსიკოსებთან ერთად, ქართული კულინარია და ტურიზმი 

640
ქარავანი

“მუსიკალური ქარავანი” – ინოვაციური პროექტი, სადაც გაერთიანებულია ტურიზმი, ქართული კულინარია და მაღალი ღირებულების ქართული მუსიკა.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ნინო ბაშარული ამბობს, 2-დღიანი უნიკალური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართველ მუსიკოსთა “ლაივ“ კონცერტების თანხლებით განხორციელდება. კონცერტის პარალელურად კი წარმოდგენილი იქნება იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების ალაფურშეტი.

ტურები თვეში ერთხელ მოეწყობა და 2023 წლის აგვისტოში, რაბათის ციხის მოედანზე ფესტივალით დაგვირგვინდება.

“პროექტის უნიკალურობა გულისხმობს სამი კომპონენტის კომბინაციას: საქართველოს უნიკალური ადგილების მონახულებას, ქართული მუსიკის წარმოდგენებს და ტრადიციულ კერძებს ერთ დროსა და სივრცეში. მას კიდევ უფრო საინტერესოს ის ხდის, რომ ტური განსაზღვრული რაოდენობის მოგზაურთათვის მოეწყობა, რაც დაეხმარება მათ დამეგობრებაში, კავშირების დამყარებასა და ზოგადად სტრესისგან გათავისუფლებაში. ყველაზე საინტერესო მაინც ის იქნება, რომ ცნობილი მუსიკოსები ვიზიტორებთან ერთად იმოგზაურებენ, რაც მოგზაურობას ჯადოსნურს და დაუვიწყარს გახდის. პროექტის მისია არის ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ხარისხის ამაღლება და ნიშური ტურიზმის განვითარება”, – ამბობს ნინო ბაშარული.

ტურებს გადაიღებენ პროფესიონალი ოპერატორები და ფოტოგრაფები, სადაც აღბეჭდილი იქნება საქართველოს უნიკალური ადგილები, უცხოელ და ქართველ ვიზიტორთა ემოციური მომენტები.

“ჩვენი პარტნიორია ყველასთვის საყვარელი მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი” და რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რომლის გარეშეც პროექტი “მუსიკალურ ქარავანი” ვერ იქნებოდა ასეთი შემეცნებითი. ამჯერად ქარავანი მიემგზავრება იმერეთში და ღირსშესანიშნავი ადგილების: პრომეთეს მღვიმის, გეგუთის ციხისა და ბაგრატის ტაძრის მონახულების შემდეგ, წყალტუბო პლაზაში, შემოგვთავაზებს ირინა ბაირამაშვილისა და დათო ლონდარიძის პერფომანსს”, – გვიყვება პროექტის ორგანიზატორი ნინო ბაშარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები