რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები 5-6 ოქტომბერს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით სრულად დაიტვირთება. „თბილისობა 2019“-ის პროგრამის დეტალები უკვე ცნობილია.
როგორც დედაქალაქის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, წლევანდელი პროგრამა განახლებულია და ბევრ აქტივობას მოიცავს. სხვადასხვა ლოკაციაზე საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები იქნება, ასევე მოეწყობა კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. რიყეზე დაგეგმილია „მულტიეთნიკური თბილისი“ , ასევე ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე”, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები და მუსიკალური წარმოდგენები.
ქართველი ემიგრანტი არასწორად მიიჩნევს მოსკოვში აცეკვებული და ამღერებელი ქართველების საქციელს.
თბილისობა მოსკოვში აღარ გაიმართება - შეფასებები მოსკოვიდან
ლეღვთახევში „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ მოეწყობა, სადაც ნახავთ ქართველი მწერლებისა, საზოგადო მოღვაწეების ვიდეოებს და ცნობილ ფერწერულ ნამუშევრებს.
ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
თბილისობის პირველ დღეს – 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი იგეგმება სახელწოდებით – „მე ვარ თბილისი“.
საღამოში მონაწილეობას ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტის დასასრულს ნანი ბრეგვაძე “მუხამბაზს” შეასრულებს, ფინალური ნომერი კი მიშა მდინარაძის კომოზიცია იქნება.
საღამოში მონაწილეობენ: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის მეორე დღეს კი, ასევე 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, როკმუსიკის თანხლებით აკრობატების საჰაერო შოუს გელოდებათ სახელწოდებით „მუარე იქსფირიენს“ .