LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად იყავით სამშობლოს დასაცავად” – ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა

200
f5f70255d376c5-5f70255d37709.thumb

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანში სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სხდომაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასა და ჯარის ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხს განიხილავენ.

 „მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

3 მიზეზი, რატომ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როდის აღმოჩნდება საქართველო მასში ჩართული

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო.

 

“სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ” – ეს განცხადება კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიისადმი სამხედრო მიზნები არ აქვს.

„ყარაბაღში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ყარაბაღის მოსახლეობა მცირდება და ამიტომ სომხეთი იქ უცხო ქვეყნებიდან ასახლებს ხალხს. ეს არაკანონიერია. ყარაბახში არსებულ მეჩეთებს შეურაცხყოფენ, ჩვენი წინაპრების საფლავებს ანგრევენ. როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია, ეს ტყუილია. როცა მე ვამბობ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს სიმართლეა.

საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო არენა ჩვენს მხარესაა, აღიარებულია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვას ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი. მისი თქმით, „თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე“.

 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მორიგ გამწვავებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აკვირდებიან კონფლიქტს, რომელსაც გავრცელებული ცნობებით უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება.

იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას, – წერია განცხადებაში.

საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, რომ მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g