LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ, უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი, თუ საჭირო იქნება მშობლებიც – ეპისკოპოსი მელქისედეკი

185
BeFunky-collage (3)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) წერს, რომ მზად არის, უკრაინიდან 30 ბავშვი მშობლებთან ერთად მიიღოს.

“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას.

ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) ვუზრუნველყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა”, – წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.

ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მივიღე, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები – მაია ასათიანი

ვიდეო: ნინი შერმადინი – “ვიშვილებ 5 ბავშვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, გავზრდი, მივცემ განათლებას”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

magti 5g