LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება: შარლ მიშელი

96
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, „მზად არიან ბოსნიას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეფორმები შესრულება“.

როგორც შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ისტორიული მომენტია.

„ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“, – განაცხადა მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები