LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზეს სხვივები არ აკლდება სხვისთვის სითბოს გაზიარებით – ასტროლოგი სოფია ბზეკალავა

sofia_bzekalav

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

ჩემი პირადი ჰოროსკოპი ისეა მოწყობილი, რომ დაბადებიდან ძალიან, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ (რასაც კირჩხიბის ზოდიაქოს ძლიერ გავლენას “ვუმადლი” ჰოროსკოპში). წლების მანძილზე, მართალია ასე თუ ისე მივეჩვიე იმას რომ გულთან ახლოს არ უნდა მივიტანო ნეგატიური ყველაფერი, მაგრამ ხანდახან გამოგიტყდებით მიჭირს ამის გაკეთება. ყველაზე მეტად კი შურიანი და აგრესიული ადამიანები მთრგუნავენ. უფრო სწორად იმაზე ფიქრი მთრგუნავს, რომ ასეთი ადამიანი ავტომატურად უმზადებს საკუთარ თავს მინიმუმ წარუმატებლობას, მაქსიმუმ კი რაიმე ტიპის ქრონიკულ დაავადებას იმიტომ რომ ემოციები ენერგეტიკად გარდაიქმნება და ყველა სახის ნეგატიური ფიქრი, რომელსაც ადამიანი საკუთარ ქვეცნობიერში ხანგრძლივად ატარებს ავტომატურად ანგრევს ორგანიზმს, ჭამს და ანადგურებს შიგნიდან მას.იმაზე საუბარი, თუ რატომ არის ზოგიერთი წარმატებული, პოზიტიური, ბედნიერი და ზოგი კი გაუბედავი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი და ასე ვთქვათ “ხელმოცარული”, ძალიან დიდი თემაა. ამიტომ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. მით უმეტეს რომ წარუმატებლობის (ისევე როგორც წარმატების) მიზეზები ყველა ადამიანის შემთხვევაში მკაცრად ინდივიდუალურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველას თავისი გზა აქვს, თავისი “ფერების პალიტრა” და თანდაყოლილი რესურსი რომ შექმნას საკუთარი თავი, შესაბამისად საკუთარი ბედი და წარმატება! ჰოდა კიდევ, არავინ მოგატყუოთ რომ “ბედი შუბლზე გვაწერია”, ცუდი კარმა გაქვთ და ა.შ ეს ყველაფერი თავის მართლებაა იმ ადამიანების მხრიდან ვისაც არ უნდა უბრალოდ და მარტივად, საკუთარ ცხოვრებაზე აიღოს პასუხისმგებლობა. რატომ იქცევიან ადამიანები ასე? ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამასაც, უმთავრესად ბავშვობის ტრავმები, თუმცა მიზეზები ზოგჯერ უფრო ღრმა და სერიოზულია (წინა ინკარნაციაში, გენეტიკურ ხაზში მოსაძებნი). მაგრამ ამას არ აქვს არესებითი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი იბადება თავისუფალი და ეძლევა ნება აირჩიოს, თავად განსაზღვროს როგორ მოიქცეს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ზუსტად ეს არჩევანი განაპირობებს რეალურად ჩვენს ბედს და არა ვარსკვლავები. ასტროლოგია კი პირველ რიგში ადამიანმა საკუთარი პიროვნების გამოსაკვლევად და შინაგანი ბორკილების დასანგრევად უნდა გამოიყენოს. იმიტომ რომ თუკი ჩარჩოები ჩვენში არ არსებობს, გარემო ფაქტორები ხელს ვერანაირად ვერ შეგიშლით წინსვლაში. მიუღწეველი კი ამ ქვეყანაზე არაფერია, აბსოლუტურად არაფერი! მაგრამ ადამიანები რომელთაც არ ჰყოფნით სიმამაცე, თავდაჯერება, საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული ყოველთვის შურით უყურებენ სხვების წარმატებას და ვერც კი აცნობიერებენ ამით იმას, რომ ეს მათი მხრიდან საკუთარი უსუსურობის აღიარებაა პირველ რიგში. როცა სხვისი გშურთ, როცა სხვას ტალახს ესვრით და აკრიტიკებთ/დასცინით/აბულინგებთ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ თქვენ მის უპირატესობას აღიარებთ ამ საქციელით გაუცნობიერებლად. სხვა შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიული რომ იყოს დამიჯერეთ სხვების განსჯით არასოდეს დაკავდებოდით. თავშიც აღვნიშნე, ჩემი ზედმეტად ემოციური ხასიათი ხშირად მიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ გულთნ ახლოს მიმაქვს ადამიანების განწყობა, მაშინ როცა ზუსტად ვიცი რომ ყველას აქვს დაბადებიდან “ფრთები”, ამ დროს კი ისინი კომფორტის ზონას ვერ სწყდებიან, ვერ აცნობიერებენ საკუთარ უნიკალურობას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ადამიანების მხრიდან გამოხატული ნეგატიური ემოციებით, აგრესიით ან შურის დემონსტრირებით ვითრგუნები სამყარო თითქოს თავისთავად მანიშნებს და აუცილებლად ჩნდებიან ჩემ გარშემო ადამიანები ვისი მეშვეობითაც, კიდევ ერთხელ და ასიათასჯერ ვრწმუნდები იმაში, რომ დიახაც აქვს აზრი იყო კეთილი, სულგრძელი, ტოლერანტული, პოზიტიური და ბედნიერი. იმიტომ რომ სინათლე მეტია სამყაროში ვიდრე ბნელი და რომ არ არსებობენ რეალურად მართლა ცუდი ადამიანები, ისინი “სიკეთენაკლულები” არიან მხოლოდ. ამიტომ მათი მხრიდან წამოსულ აგრესიაზე ერთი პასუხი უნდა გვქონდეს მხოლოდ – გულით ვუსურვოთ საკუთარი თავის პოვნა, შესაბამისად კი საკუთარი ადგილის პოვნა მზის ქვეშ. პ.ს მზეს სხვივები არ აკლდება სხვისთვის სითბოს გაზიარებით

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10210613727258371&id=1802925089

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები