LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაჩქარევი” გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს – NGO-ები თიბისის საქმეზე

18359433_10154557675291188_8831381826558692578_o

5 არასამთავრობო ორგანიზაცია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კერძო საკუთრების, ამ შემთხვევაში თიბისი ბანკის მიმართ მიღებული “ნაჩქარევი” გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს და ემუქრება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მოთხოვნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევაზე.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამავდროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის”

განცხადებას ხელს აწერენ “ღია საზოგადოება საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები