LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, რუსთავსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს გამართავს

151
58f20000-0aff-0242-9e9a-08d987c86f1c_cx0_cy10_cw0_w1200_r1

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გამართავს.

აქციები რუსთავის ციხესთან, 15:00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან კი 19:00 საათზე დაიწყება.

„მოვითხოვთ: 1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; 2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა: 1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები