LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” დილემის წინაშეა, პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია: ღარიბაშვილი

98
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ძალიან რთული მდგომარეობის, დილემის წინაშეა. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის წევრებისთვის, ახლა პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამგვარ ჩიხურ მდგომარეობაში თავად ჩაიყენეს თავი და თქვა, რომ აღარ სურს, რადიკალურ ჯგუფზე, ნაცმოძრაობაზე ისაუბროს:

“აღარ მინდა, ვისაუბრო ამ რადიკალურ ჯგუფზე, “ნაცმოძრაობაზე”. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ექვსი თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მედიატორობით. მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ხელი არ მოეწერათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემური არის მათთვის. მათ საკუთარი თავი ამგვარ ჩიხურ მდგომარეობაში თავად ჩაიყენეს.” – თქვა ღარიბაშვილმა.

 

magti 5g