LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმისთვის არ შედის, რომ პრივილეგიები სჭირდება: დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს

45
ხატია დეკანოიძე

„ბატონი კობახიძის სიტყვებში შიში ჩანდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა და იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც თვითონ კობახიძეა,“ – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით დეკანოიძე „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო ჯგუფებში ვერ იმუშავებს. დეკანოიძის თქმით, პარტია პარლამენტში პრივილეგიებისა და თანამდებობებისთვის არ შესულა.

„ყველას მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მას და ივანიშვილის ყველა წარმდგენელს, ვინც ახლა არის პარლამენტში ან ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმისთვის არ შედის, რომ რამე სახის პრივილეგიები და თანამდებობები სჭირდება.

თანამდებობებისთვის, პრივილეგიებისთვის, კორუფციისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ჯიბისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ პარლამენტშიც, ხელისუფლებაშიც, ყველა სამინისტროშიც,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g