LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე და სტეფანე პარიზში და მათი ცნობილი დუეტი (ვიდეო)

860
nanistefane

3 მაისს პარიზში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და საქველმოქმედო გალავახშამი გაიმართა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ სტეფანე მღებრიშვილი და ნანი ბრეგვაძე, რომლებიც შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საკუთარი რეპერტუარითაც წარდგნენ და ასევე შეასრულეს თავიანთი დუეტი, რომელზე გადაღებული კლიპი ახლახან გამოვიდა.

„ისევ წვიმს“ ვაჟა აზარაშვილის ძველი სიმღერაა, რომელიც სტეფანესა და ნანი ბრეგვაძეს ახლებური არანჟირებით „ბლექ სი არენას“ კონცერტისთვის ნიკოლოზ რაჭველმა გაუკეთა.

პარიზში მსმენელის წინაშე მათ სიმღერა ცოცხლად შეასრულეს.

როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ტრადიციულად, შავი პიჯაკი და შარვალი ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები