LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი „იბერიას“ ყოფილ ჟურნალისტებს პასუხობს

6046
68994402-576799579519533-3561938432953417728-n

ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს კოლეგებს, რომლებიც „იბერიაში“ მუშაობდნენ. შეგახსენებთ, „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვახო ხუმზიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ თუკი „რუსთავი 2“-ზე არ შეიძლება მისვლა სხვა ჟურნალისტებისთვის, რატომ შეიძლება იგივე „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც „იბერიას“ გამოიყენებენ სამაუწყებლოდ და მათ ნიუსრუმში დასხდებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:

„ბევრი ვიფიქრე, მეპასუხა თუ არა ჩემი კოლეგებისთვის და დისკომფორტმა ისე შემაწუხა, მივხვდი, რომ პასუხი აუცილებელია.
როცა გავიგეთ, რომ „იბერიის“ შენობა შეიძლება ცოტა ხნით, მაგრამ მაინც საჭირო გამხდარიყო პირველი, რაც დღის წესრიგში დადგა, ამ არხის ყოფილი თანამშრომლებისთვის გადაუხდელი ხელფასები იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ სახელფასო დავალიანება იყო. ნიკასგან მივიღეთ გარანტია, რომ ყველაფერს გააკეთებდა და ყველა მიიღებდა კუთვნილ ხელფასს. მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ ხელფასი ბოლომდე გადახდილია და სასამართლო დავა მიდის კომპენსაციებზე. კომპანიის მფლობელმა თქვა, რომ კომპენსაციის გადაუხდელობის მიზეზი გაფიცვა გახდა, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა სასამართლოში შეტანილი სარჩელით უპასუხეს.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ პაატა სალიამ სამსახურიდან ისე გამოგვიშვა, რომ კომპენსაცია კი არა, ივნისის, ივლისის და ახლა უკვე აგვისტოს ხელფასიც არ მოუცია ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენი პასუხიც სამართლებრივი იქნება.
მახსოვს ჩემი პირადი სოლიდარობა „იბერიის“ მიმართ. მივდიოდი ყველა გადაცემაში სადაც მეძახდნენ, როცა არ უნდა დაერეკათ და ამ ადამიანების გულშემატკივრად დავრჩები ყოველთვის.

ერთადერთი და უდიდესი სხვაობაა, რომ ჩვენი არხი მფლობელს კი არ დაუხურავს, ახალმა მფლობელმა წმინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოგვყარა და ესეც ეთერით გავიგეთ, თორემ მისივე ტელევიზია იმდენი დახურა ბიძინა ივანიშვილმა და იმდენჯერ დატოვა ხალხი უმუშევარი რომ ოქუაშვილი მასთან რა მოსატანია.

იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები გაარკვევენ მათ პრობლემას სასამართლოში და თუ კიდევ რამეში დავჭირდები მათ, იქ ვიდგები, სადაც დამიძახებენ. სადაც არ უნდა ვმუშაობდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები