LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოვნია კომპოზიცია, რომელიც სტრესს ყველაზე ეფექტურად მოგხსნით

190

მუსიკა ყოველთვის ასოცირდებოდა განტვირთვასთან,  დასვენებასთან, ბედნიერებასა და სიმშვიდესთან.

ბრიტანელი ნევროლოგები ამბობენ, რომ მათ აღმოაჩინეს მელოდია, რომელიც სხვა ყველა სიმღერაზე მეტად ამშვიდებს ჩვენს ფსიქიკას და გვიხსნის სტრესს.

მარკეტინგული კვლევის კომპანიამ Mindlab International ჩაატარა კვლევა, რომლის მონაწილეებიც ასრულებდნენ რთულ დავალებებს, მეცნიერები კი მათ აკვირდებოდნენ. დავალების შესრულების შემდეგ მათ მუსიკას ასმენინებდნენ.

ერთ-ერთი სიმღერა ყველაზე უკეთესად ასვენებდა მათ გონებას. Marconi Union-ის კომპოზიცია Weightless სტრესს მონაწილეებს შორის 65%-ით ამცირებდა და ეს 11%-ით მეტი იყო სხვა სიმღერების შედეგებთან შედარებით.

სიმღერა ბენდმა 2011 წელს შექმნა ბრიტანეთის ხმის თერაპიის აკადემიასთან ერთად იმისთვის, რომ მსმენელები განტვირთულიყვნენ. თუ თქვენ ვოკალთან და ტექსტთან ერთად არჩევთ სიმღერებს, მაშინ, მეცნიერების მოსაზრებით, ყველაზე მეტად ენიას Watermark ან ჯგუფის All Saints სიმღერა Pure Shores დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები