LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალისტია

886
nataliakutateladze45

ქართველი საოპერო მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე, პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის ფინალისტია. BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალში ქართველი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ შესაბამის ღონისძიებაზე გამოაცხადეს და ნატალიასთვის ეს დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

„ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ მადლობელი. ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, ვინც ამ კონკურსის ორგანიზებისას დიდი სამუშაო გასწია და შექმნა გარემო, რომელიც ყველა მონაწილეს გამბედაობას ჰმატებდა… მადლობა ჩემს შესანიშნავ კოლეგებსა და აუდიტორიას დიდი მხარდაჭერისთვის…“, აღნიშნა ნატალიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები