LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი რამ, რაც ნატოს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, ძალიან მნიშვნელოვანია: ელისაშვილი

43
ალეკო ელისაშვილი

“არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმისერი ქვეყნისთვის და, პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.” – “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ გარღვევა და ალიანსში საქართველოს მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ, რაც ასეთი მაღალი დონის შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ჰყავს კეთილგანწყობილი, გავლენიანი ქვეყნები და ქვეყნების გაერთიანება, ისეთი, როგორიც ნატოა:

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მოსალოდნელი არ არის გარღვევა და ნატო-ში ჩვენი მიღება, მაგრამ ნებისმიერი რამ, რაც ასეთი მაღალი დონის შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმისერი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და გვყავს კეთილგანწყობილი დიდი, გავლენიანი ქვეყნები, გაერთიანება ქვეყნების, როგორიცაა ნატო.” – თქვა ელისშვილმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე და ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მასში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g