LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი აგირბა: „მე და ილო ბეროშვილს ახლა მინიმალური კონტაქტი გვაქვს…“

4147
iloberoshvili

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ილო ბეროშვილთან თავის ურთიერთობაზეც აკეთებს კომენტარს. მასთან ქორწინება და ორი შვილი აკავშირებს…

ნელი აგირბა:

„ახლა მე და ილოს მინიმალური კონტაქტი გვაქვს. ვცდილობთ, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები“.

ტელესახე ასევე საუბრობს იმ ბევრი ტრაგედიის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში დატრიალდა:

„ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე. 17 წლის ასაკში ლექსებს ვწერდი და ერთ-ერთ ლექსში ასეთი ფრაზა მქონდა: „მინდა, ბევრჯერ მოვკვდე, ერთხელ თუ მოვედი“. ჩემი ცხოვრებით აშკარად ამას ვაკეთებ. ახლა იმდენად განსხვავებულად ვგრძნობ თავს, რომ საკუთარ სახელთან და გვართანაც კი განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, თითქოს ვიღაც სხვა იყო ის ნელი აგირბა და ახლა სხვა არის, რომლის გაცნობის ეტაპზეც ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები