LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძე: „ჭავჭავაძეს გამზირის ამჟამინდელი დაგეგმარება სწორი პასუხია ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად…“

345
niaz diasamidze

ნიაზ დიასამიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და ეურთდება ჭავჭავაძის რეაბილიტაციის შემდეგ დაწყებულ საერთო დისკუსიას.

როგორც მუსიკოსი წერს, დასახლებულ პუნქტში პრიორიტეტი აუცილებლად ფეხით მოსიარულეს უნდა ენიჭებოდეს.

გთავაზობთ სტატუსს:

„სამი მართებული პრიორიტეტი ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის უნდა იყოს: ქვეითი! ველო! საზოგადოებრივი. ტრანსპორტი! ჩემი აზრით, ჭავჭავაძეს გამზირის ამჟამინდელი დაგეგმარება სწორი პასუხია ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად. ცოტაა, მაგრამ კარგია.

P.S. ველოში იგულისხმებიან სხვა ორ და ერთბორბლიანი გადაადგილების უმოტორო საშვალებანი. მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას…

რაც შეეხება დემოკრატიას…

არ მივანდობდი არც ერთ პარტიას

და თუ სამშობლოს რაღაც აკლია

სხვისი კი არა .. ჩვენი ნაკლია:)“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები