გასულ პარასკევს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრე და მისი მეუღლე მაქსიმა შვილებთან ერთად დასასვენებლად საბერძნეთში გაემგზავრნენ. კუნძულზე დასვენების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისთანავე, მოსახლეობამ სამეფო ოჯახი მკაცრად გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი პრემიერ-მინისტრის ორი დღის წინ გაცემული რეკომენდაცია გახდა, სადაც მან მოსახლეობას, პანდემიის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. აქვე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უმჯობესი იყო, მოსახლეობას საშემოდგომო შვებულების დაგეგმვისგან თავი შეეკავებინა.
მეფე და დედოფალი მალევე მიხვდნენ, რომ უხერხულ სიტუაციაში აღმoჩნდნენ. მათ ბოდიში ჯერ „ტვიტერზე“ მოიხადეს, შემდეგ კი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვილემ-ალექსანდრე და მაქსიმა უკვე სამშობლოში იმყოფებიან.
