“გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა”, – განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
“ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით,”- განაცხადა გვარამიამ.