LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელიას ორჯერ წყლის ჭავლი ძირს აგდებს. ამ დროს, ქოცი წერს “ლიდერები სად არიან” – რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

1258
BeFunky-collage (1)

ნანუკა ჟორჟოლიანი ცესკოსთან წყლის ჭავლით აქციის დაშლასა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციებს სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით ეხმაურება.

“ვინც ამას ამართლებს, აღარასოდეს შემეხმიანოთ” – ტვ პირველის ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი

“დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა არის ხალხის მიმართ ზიზღის გამოხატულება!” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

“276 ადამიანმა იცინა ვიდეოზე, რომელშიც ხალხს წყლის ჭავლით და მხუთავი გაზით შლიან. მათ შორის იყო თამუნაც, რომელიც შსს-ში მუშაობს და ვარიანის მაჟორიტარი ქართული ოცნებიდან და ეს ხალხი გვეუბნება რომ 7 ნოემბერს დარბეულ ხალხზე გული შეტკივათ, გამორიცხულია.

ადამიანი ან გიყვარს, ან არა. თუ ნოემბერში, პანდემიის დროს, ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა გაცინებს, მათ შორის ახალგაზრდებს რომ თვალები სისხლიანი აქვთ, არ შეიძლება 13 წლის წინ მომხდარი 7 ნოემბერი გატირებდეს.
პ.ს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ გული შეტკივა 7 ათას კაცს, რაც იმას ნიშნავს რომ აქაც უმცირესობაში არიან.”

“ჩემს ლაივში ნიკა მელიას ორჯერ წყლის ჭავლი ძირს აგდებს. ზალიკოსაც მათ შორის. ამ დროს, ქოცი (ფოტოზე 41 აქვს) წერს კომენტარში, “ლიდერები სად არიან ლიდერებიიი”. თან ცოტა ისტერიკაშია ? არადა ხედავს ლიდერს, მაგრამ მაინც აინტერესებს სად არიან ისინი.

ასეთია თქვენი სამყარო მეგობრებო. ხედავთ, მაგრამ არ ხედავთ. ეს არის ყველა კობახიძის პრობლემაც, აი ხალხი კი დაშალეს ჭავლით, მაგრამ პრობლემაა თურმე გინება რომ ისმის კადრში.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები