LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლას ქეიჯი 32 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება (ფოტო)

303
cage

55 წლის ნიკოლას ქეიჯი ისევ ქორწინდება, ამჯერად უკვე მეოთხედ. მსახიობის რჩეული 23 წლის ვიზაჟისტი ერიკა კოიკე გახლავთ. წყვილი საკუთარ ურთიერთობა საგანგებოდ მალავდა, თუცმა, გასულ წელს ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს.

ნიკოლას ქეიჯი ამ დრომდე სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად პატრისია არკეტზე, ეს ქორწინება 2001 წელს დასრულდა. ერთი წლის შემდეგ ქეიჯი ლაიზა მარია პრესლიზე დაქორწინდა და ეს კავშირი 2002 წელს დასრულდა. 2004 წელს ქეიჯი ალისა კიმზე დაქორწინდა და ეს ურთიერთობა 12 წელი გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები