LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი – მუცლად ყოფნის პერიოდში: ლადო კახაძე

267
FORTUNA.GE- (7)

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი – მუცლად ყოფნის პერიოდში. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას, მის მშობლებს პირველ რიგში, ყველა მის გულშემატკივარს.” – ამ განცხადებით გამოეხმაურა დეპუტატი ლადო კახაძე ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებას დოჰას ტურნირზე.

ლადო კახაძემ ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რაც უფრო მეტად დაუპირისპირდებიან, მით მეტ წარმატებას მიაღწევს:

“ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი. მე ვიცი იმ კაცის ხასიათი. თქვენი ყოველი გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალად, რომ ერთი დარტყმით მოუგებს მოწინაარმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის.

არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი.” – თქვა კახაძემ.

დღესვე, ბასილაშვილის წარმატებას გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი,  მან ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სპორტსმენს და თქვა, რომ ვერაფრით დაიჯერებს მის მოძალადეობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რამდენიმე დღის წინ დოჰაში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

2020 წლის 21 მაისს ის ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს და ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარუდგინეს. მოგვიანებით ბასილაშვილი სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g