LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარული ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კონცერტს მართავს

125

ნინო ბაშარული საქველმოქმედო პროექტს გამართავს – მუსიკალური პროექტი „ეთნოგენი“ სამეფო უბნის თეატრში დღეს 20 საათზე გაიმართება.

 მომღერალი პიანისტ დინი ვირსალაძესთან და სხვა ინსტრუმენტალისტებთან ერთად   საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის ეთნო-მუსიკასა და საავტორო ნამუშევრებს. კონცერტი მთლიანად ცოცხალი შესრულებით ჩატარდება. პროექტი ხორციელდება ააიპ რეგიონების განვითარების ფონდის მიერ, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

თეატრის ფოიეში გაიმართება ბრენდული სახელოსნოების მიერ შემოწირული ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა და შეგროვილი თანხა, ისევე როგორც ბილეთების გაყიდვით შემოსული, გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები