LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხობაძე: ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება – ჰაერის დამაბინძურებელი ყველაზე დიდი წყარო ტრანსპორტია

154
Untitled design (1)

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ თბილისს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება იმის გამო დაეტყო, რომ, რეალურად, ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება.

როგორც ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საქართველოში ჰაერის დამაბინძურებელი ყველაზე დიდი წყარო ტრანსპორტია.

„ბუნებრივი მოვლენა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა, მეზობელი სახელმწიფოებიდან ჰაერს მასების, PM, მყარი ნაწილაკების შემოსვლას ეხება. ეს რამდენიმე წლის წინაც მოხდა. გახსოვთ, რომ საჰარის უდაბნოდან მტვერი იყო შემოსული, ასევე, არანაკლებად სერიოზული პრობლემა იყო ცენტრალური აზიიდან შემოსული მტვერი, რომელიც დღესაც ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს და თბილისშია დალექილი. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამას ვერაფრით შევეწინააღმდეგებით. ეს ხდება ატმოსფეროში, ასეთი მასების გადაადგილება ხდება. ასეთი მოვლენები ყველასთვის ცნობილია. ქალაქს ეს ბოლო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაეტყო, რომ თბილისის განიავების პროცენტი, მაღალსართულიანი შენობების გამო, სამწუხაროდ, საკმაოდ შემცირებულია და რეალურად ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება. ეს დაბინძურების, ანუ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გაზრდის კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, ამას ტრანსპორტიდან დაბინძურება ემატება.

ყველაზე დიდი დამაბინძურებელი წყარო ტრანსპორტია. ვერავინ მეტყვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა თბილისთან მიმართებით, საუკეთესოა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქალაქში ძალიან ბევრი საცობი გვაქვს. საცობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იმ კონკრეტულ მონაკვეთშიც და შემდგომ, ზოგადად, ქალაქში საკმაოდ სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ვამბობთ: იმისთვის, რომ ქალაქის და ზოგადად, ურბანული დასახლებების ატმოსფერული ჰაერი უკეთესი გახდეს, მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო პოლიტიკა იყოს შექმნილი, საწვავთან დაკავშირებით საკითხები გამკაცრებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში ძალიან ბევრი ევროსაწვავი შემოდის, ანუ ახალი სტანდარტებია დადგენილი.

ასევე ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესი, იქიდან გამომდინარე, რომ როცა ამათუ იმ ადგილას მშენებლობა მიდის, ჩვენ შეფუთულ შენობებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ და ჰაერი ისევ ბინძურდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

mazda magti 5g