LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შარაშენიძე: „რომელი საკვები დაგვეხმარება ანემიის თავიდან აცილებაში?“

851
nino-sharashenidze-1-1024x573

​რომელი საკვები მივიღოთ, რომ არ განვითარდეს ანემია? – ამ თემაზე ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ გადაცემაში ,,თქვენი კლინიკა” ისაუბრა.

ანემია ბევრი სახის არსებობს და თითოეული მათგანის დაბალანსება სხვადასხვა სახის საკვების ან ვიტამინის მიწოდებით შეიძლება. არსებობს ანემიის ტიპები, რომლებიც მხოლოდ ვიტამინების დეფიციტს უკავშირდება. ეს არის ფოლიუმის, B12-ის და რკინადეფიციტური ანემია.

ანემიის მართვაში მედიკამენტებთან ერთად დიდი როლი ენიჭება სწორი პროდუქტებით კვებას. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, თუ რა სახის ანემიასთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, ეს არის რკინადეფიციტური ანემია. შემდეგ იწყება მკურნალობა, ინიშნება მედიკამენტი, რომელმაც მეტაბოლიზმშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ხშირად, მხოლოდ მედიკამენტი საკმარისი არ არის და პაციენტმა ორგანიზმში რკინის მოხვედრას ხელი საკვებითაც უნდა შეუწყოს.

რკინა პრაქტიკულად ყველაფერში შედის, მაგრამ სათანადო რაოდენობით, ყველაზე მეტი, მცირე ზომის ულუფაში, მაგალითად, 100 გრ. სწორად მომზადებული საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროდუქტი. მაგალითად, თუ შევადარებთ ჭარხალს და საქონლის ხორცს, 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს იმდენ რკინას, რამდენსაც შეიცავს 1 კგ. ჭარხალი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხორცი თერმულად სწორად დამუშავდეს – ის არც უნდა გადაიხარშოს, არც უნდა გადაიწვას. თუ ჩვენ ვხარშავთ ხორცს, სჯობია, რომ ის აუცილებლად მოვათავსოთ ადუღებულ წყალში. იმისათვის, რომ ხორცმა შეინარჩუნოს კვებითი ღირებულება, ის არა ცივ, არამედ ცხელ წყალში უნდა ჩავდოთ მოსახარშად.

რკინით მდიდარი პროდუქტია ღვიძლიც, თუმცა მისი თერმულად დამუშავების დროს რკინა ადვილად იშლება. იმისათვის, რათა ღვიძლიდან რკინა მივიღოთ, ის ფაქტიურად უმი უნდა დარჩეს.ასე მომზადებული ღვიძლის მიღებამ კი შესაძლოა ინფექციები გამოიწვიოს. რკინის და უჯრედისის მისაღებად კარგი საშუალებაა სტაფილო, რომელიც ვიტამინებითაც მდიდარია, თუმცა უკეთესია, თუ მიღებამდე სტაფილო გაივლის მინიმალურ თერმულ დამუშავებას, რათა მასში არსებული ნივთიერებები გააქტიურდეს.

რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში – ნინო შარაშენიძის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები